რატომ „ფუჭდება“ ტექსტი
ადრე ქართულს სპეციალური შრიფტებით კრეფდნენ (მაგალითად, AcadNusx): ასოები ლათინურად ინახებოდა, შრიფტი კი ქართულად ხატავდა. თუ ასეთი შრიფტი კომპიუტერზე არ არის, ლათინურს ხედავთ. თანამედროვე გზაა Unicode.
რა ვუყოთ ძველ დოკუმენტს
- დააყენეთ საჭირო შრიფტი — დოკუმენტი მაშინვე სწორად გამოჩნდება.
- სამუშაოდ და გასაგზავნად — ტექსტი Unicode-ში გადაიყვანეთ სპეციალური კონვერტერით.
- კვადრატები — კომპიუტერზე არ არის ქართული სიმბოლოების შრიფტი.
ქართული განლაგება
Windows-ში: Settings → Time & language → Language & region → Add a language → Georgian. გადართვა — Win+Space ან Alt+Shift.
მართლწერის შემოწმება
დაამატეთ ქართული ენა Office-ში: File → Options → Language.
FAQ
კითხვები და პასუხები
ძველი დოკუმენტების Unicode-ში გადაყვანაში დამეხმარებით?
დიახ: მოვარგებ შრიფტებს და კონვერტერს. გამოძახება — 50 ₾.