სტატიები · ვინდოუსი · ბათუმი
ვინდოუსის გადაყენება ბათუმში: ადგილზე მისვლით
კომპიუტერი ნელა მუშაობს, ვირუსი შეიჭრა ან Windows აღარ იტვირთება? მოვალ სახლში, ოფისში ან სასტუმროში, შევინახავ თქვენს ფაილებს და თავიდან დავაყენებ ვინდოუსს — დრაივერებით, პროგრამებითა და განახლებებით. ლეპტოპის წაღება არსად არ გიწევთ (vindousis gadayeneba).
როდის არის საჭირო ვინდოუსის გადაყენება
- კომპიუტერი ძალიან ნელა ირთვება და მუშაობს, თუმცა წმენდა არ შველის.
- ვირუსები, ზედმეტი რეკლამა ბრაუზერში, უცნობი პროგრამები.
- Windows არ იტვირთება, ლურჯი ეკრანი, განახლების შემდეგ შეცდომები.
- ახალი ლეპტოპი Free DOS-ით — ვინდოუსი საერთოდ არ აქვს.
- Windows 10-დან Windows 11-ზე გადასვლა.
როგორ ხდება ადგილზე მისვლით
- მწერთ WhatsApp-ში: რა მოხდა, კომპიუტერის მოდელი და უბანი. ფასს წინასწარ გეტყვით.
- მოვდივარ — ჩვეულებრივ 1–2 საათში, ბათუმში, მახინჯაურში, ხელვაჩაურში, გონიოში.
- ჯერ ვაკეთებ თქვენი ფაილების ასლს: დოკუმენტები, ფოტოები, სამუშაო მაგიდა, ბრაუზერის სანიშნეები.
- ვაყენებ Windows 11-ს ან 10-ს, ყველა დრაივერს მწარმოებლის საიტიდან, განახლებებს.
- ვაყენებ საჭირო პროგრამებს და ვაბრუნებ ფაილებს ადგილზე. ერთად ვამოწმებთ, რომ ყველაფერი მუშაობს.
რამდენ ხანს გრძელდება
ჩვეულებრივ 1,5–3 საათი — ეს დამოკიდებულია კომპიუტერზე, ფაილების მოცულობასა და ინტერნეტზე. ძველ კომპიუტერზე მყარი დისკით ხშირად ჯობს დისკის შეცვლა SSD-ით — მაშინ ვინდოუსი წამებში ჩაიტვირთება: HDD-ის შეცვლა SSD-ით.
ფასი
- ვინდოუსის გადაყენება ფაილების ასლით, დრაივერებითა და პროგრამებით — 50 ₾-დან.
- „სრულად“ — ფოსტა, პრინტერი, Office და ყველა პროგრამა — 80 ₾-დან.
- ღამით (21:00-ის შემდეგ) — 100 ₾-დან.
- ფასს სამუშაომდე გეტყვით; თუ ვერ გავაკეთე — არ იხდით.
FAQ
კითხვები და პასუხები
ჩემი ფაილები არ წაიშლება?
არა. გადაყენებამდე ყოველთვის ვაკეთებ ასლს და შემდეგ ყველაფერს ადგილზე ვაბრუნებ.
მოდიხართ სახლში?
დიახ, ვმუშაობ მხოლოდ გამოძახებით — სახლში, ოფისში ან სასტუმროში. კომპიუტერის წაღება არ გიწევთ.
რა ღირს ვინდოუსის გადაყენება?
50 ₾-დან; სრულად პროგრამებითა და Office-ით — 80 ₾-დან.