სტატიები · Microsoft Office · ბათუმი

რომელი Microsoft Office ავირჩიოთ: გამოწერა, შეძენა თუ უფასო

Windows-ის დაყენების შემდეგ ყველაზე ხშირი კითხვა: „Word-სა და Excel-ს დამიყენებთ?“. დაგიყენებთ — მაგრამ ჯერ ვარიანტი უნდა აირჩიოთ.

Microsoft 365 — გამოწერა

Word, Excel, PowerPoint, Outlook და ღრუბელი OneDrive, თვიური ან წლიური გადახდით. ყოველთვის ბოლო ვერსია, რამდენიმე მოწყობილობაზე.

Office 2024 — სამუდამო შეძენა

ერთჯერადი გადახდა, ღრუბლისა და გამოწერის გარეშე. მხარდაჭერა — 2029 წლის ოქტომბრამდე.

უფასო ვარიანტები

  • Office ბრაუზერში — უფასოდ Microsoft-ის ანგარიშით.
  • LibreOffice — უფასო საოფისე პაკეტი, ხსნის Word-ისა და Excel-ის ფაილებს.
  • MacBook-ზე — უფასო Pages, Numbers და Keynote.

ძველი ვერსიების მხარდაჭერა

  • Office 2016 და 2019 — მხარდაჭერა 2025 წლის 14 ოქტომბერს დასრულდა.
  • Office 2021 — სრულდება 2026 წლის 13 ოქტომბერს.
  • Office 2024 — 2029 წლის 9 ოქტომბრამდე.

რას გირჩევთ

სახლი და სწავლა — Microsoft 365 ოჯახისთვის ან უფასო Office ბრაუზერში. პატარა ოფისი — Microsoft 365 ბიზნესისთვის ან Office 2024. ლიცენზიას თავად ყიდულობთ — მე გეხმარებით არჩევაში, ვაყენებ და ვააქტიურებ თქვენს ანგარიშზე.

FAQ

კითხვები და პასუხები

შეიძლება Office უფასოდ „აქტივატორით“?
არა — „აქტივატორები“ ხშირად ვირუსებს მოაქვს. არსებობს კანონიერი უფასო ვარიანტები.
რა ღირს Office-ის დაყენება?
დაყენება შედის გამოძახებაში 50 ₾ (ერთ საათამდე სამუშაო). ლიცენზია — ცალკე, გამყიდველის ფასით.
Private IT Specialist

დავაყენოთ Office სწორად?

დამირეკეთ ან მომწერეთ — ფასს გამოძახებამდე გეტყვით. ☎ +995 574 225 747