დაყენებამდე
- Microsoft-ის ანგარიში, რომელსაც Office მიებმება.
- პროდუქტის გასაღები ან Microsoft 365-ის აქტიური გამოწერა.
- ძველი ვერსიები სჯობს წაიშალოს.
დაყენება
- თუ გასაღები გაქვთ — გადადით Office-ის აქტივაციის გვერდზე Microsoft-ის საიტზე, შედით ანგარიშში და შეიყვანეთ გასაღები.
- შემდეგ Microsoft-ის ანგარიშში გახსენით „Services & subscriptions“ და დააჭირეთ „Install“.
- გაუშვით ჩამოტვირთული ინსტალერი.
- გახსენით Word და შედით იმავე ანგარიშით.
თუ რამე ვერ გამოვიდა
შეცდომები ხშირად ძველი ვერსიის ნარჩენებით ან „აქტივატორით“ არის გამოწვეული. გამოსავალი — Office-ის სრული წაშლა Microsoft-ის ოფიციალური საშუალებით და ხელახლა დაყენება.
დაყენების შემდეგ
- Word-ში: File → Account — ჩანს აქტივაცია.
- დაამატეთ მართლწერის ენები: ქართული, რუსული, ინგლისური.
FAQ
კითხვები და პასუხები
გასაღები დავკარგე — ლიცენზია დაიკარგა?
თუ გასაღები Microsoft-ის ანგარიშს იყო მიბმული, Office-ის ხელახლა დაყენება იქიდან შეიძლება.