კლავიატურა
- Cmd (⌘) აკეთებს იმას, რასაც Windows-ზე Ctrl: Cmd+C, Cmd+V, Cmd+Z, Cmd+S.
- ენის შეცვლა — Ctrl+Space ან გლობუსის კლავიში (Fn). ქართული და რუსული განლაგებები Settings → Keyboard-ში ემატება.
- ფაილის წაშლა Finder-ში — Cmd+Backspace.
ფანჯრები და პროგრამები
- წითელი ღილაკი ხურავს ფანჯარას, პროგრამა კი მუშაობს. პროგრამიდან გასვლა — Cmd+Q.
- მწვანე ღილაკი — სრული ეკრანი ან ფანჯარა მარცხნივ/მარჯვნივ.
- პროგრამებს შორის გადართვა — Cmd+Tab, ძიება — Cmd+Space.
- პროგრამები — App Store-იდან ან .dmg ფაილით: ხატულა „Applications“ საქაღალდეში გადაიტანეთ.
ფაილები და ფლეშკები
- Finder — ეს Explorer-ია.
- NTFS ფორმატის ფლეშკებს Mac მხოლოდ კითხულობს. Windows-თან გაცვლისთვის — exFAT.
- მარჯვენა ღილაკი — თაჩპადზე ორი თითით დაჭერა.
სკრინშოტები
- Cmd+Shift+3 — მთელი ეკრანი, Cmd+Shift+4 — არე, Cmd+Shift+5 — ეკრანის ჩაწერის მენიუ.
FAQ
კითხვები და პასუხები
Mac-ზე Word-სა და Excel-თან მუშაობა შეიძლება?
დიახ: Microsoft Office Mac-ისთვისაც არსებობს.
ფაილების გადატანაში დამეხმარებით?
დიახ — დოკუმენტები, ფოტოები, ფოსტა და სანიშნეები. ახალი MacBook-ის მორგება — 50 ₾-დან.