სტატიები · MacBook · ბათუმი

MacBook-ის ბატარეა: შემოწმება და ხანგრძლივობა

MacBook სწრაფად ჯდება? ახლის ყიდვამდე ბატარეა შეამოწმეთ — ეს ხუთი წუთია.

სად ვნახოთ მდგომარეობა

  • System Settings → Battery → „i“ ხატულა: „Normal“ ან „Service Recommended“ და მაქსიმალური ტევადობა პროცენტებში.
  • ციკლების რაოდენობა: Apple მენიუ → About This Mac → More Info → System Report → Power.

რას ნიშნავს ციფრები

ტევადობა დაახლოებით 80% და ნაკლები, „Service Recommended“ ან გაბერილი კორპუსი — ბატარეის შეცვლის დროა. გაბერილი ბატარეა საშიშია.

როგორ გავუხანგრძლივოთ სიცოცხლე

  • დატოვეთ ჩართული „Optimized Battery Charging“.
  • ნუ დატოვებთ ლეპტოპს სიცხეში.
  • გამოიყენეთ ორიგინალი ან ხარისხიანი დამტენი.
  • განაახლეთ macOS.

თუ სწრაფად ჯდება, მაგრამ ბატარეა ნორმაშია

ხშირად პროგრამებია დამნაშავე: Activity Monitor → Energy ჩანართი აჩვენებს, რა ხარჯავს მუხტს.

FAQ

კითხვები და პასუხები

MacBook-ის ბატარეას ცვლით?
შევამოწმებ მდგომარეობას და გეტყვით, ღირს თუ არა შეცვლა და სად გააკეთოთ გარანტიით.
Private IT Specialist

MacBook-თან დახმარება გჭირდებათ?

მოვალ სახლში ან ოფისში ბათუმში — ფასს გამოძახებამდე გეტყვით. ☎ +995 574 225 747