მეზღვაურების მონაცემების დაცვა სტატიები · კრუინგისთვის · ბათუმი

მეზღვაურების მონაცემები: ოფისის 10 უსაფრთხოების წესი

საკრუინგო კომპანია ასობით ადამიანის პასპორტებისა და დიპლომების სკანებს ინახავს. გაჟონვა რისკია მეზღვაურებისთვის და დარტყმა გემთმფლობელების ნდობაზე. დაცვის უდიდესი ნაწილი მარტივი წესებია.

10 წესი

  • ორფაქტორიანი დაცვა ყველა საფოსტო ყუთსა და ღრუბლოვან დისკზე.
  • პაროლების მენეჯერი ფურცლებისა და ერთი პაროლის ნაცვლად.
  • ყველა თანამშრომელს თავისი შესასვლელი — საერთო ანგარიშების გარეშე.
  • უფლებები როლების მიხედვით.
  • ლეპტოპების დისკების დაშიფვრა (BitLocker).
  • Windows-ისა და პროგრამების განახლება, ანტივირუსი — ავტომატურად.
  • სარეზერვო ასლი ყოველდღე და ერთი ასლი, რომელიც ოფისის ქსელიდან მიუწვდომელია.
  • სტუმრის Wi-Fi მეზღვაურებისთვის — სამუშაო ქსელისგან ცალკე.
  • სიფრთხილე „გემთმფლობელის“ წერილებთან ახალი რეკვიზიტებით ან ბმულით „შედით დოკუმენტის გასახსნელად“ — ხშირი ფიშინგია.
  • თანამშრომელი წავიდა — იმავე დღეს დახურეთ მისი წვდომები და შეცვალეთ საერთო პაროლები.

კანონი და ტექნოლოგიები

საქართველოში მოქმედებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის კანონი. იურიდიული მოთხოვნები იურისტის საკითხია; ტექნიკური მხარე — პაროლები, წვდომა, დაშიფვრა, ასლები — ჩემი საქმეა. პირველი განათლებით იურისტი ვარ.

რას ვაკეთებ მე

ვამოწმებ ოფისს ამ წესებით, ვაწყობ იმას, რაც აკლია, და ვტოვებ მოკლე მემორანდუმს თანამშრომლებისთვის.

FAQ

კითხვები და პასუხები

რამდენ ხანს გრძელდება შემოწმება?
პატარა ოფისისთვის ჩვეულებრივ ერთი ვიზიტი. ფასს ოფისის გაცნობის შემდეგ, სამუშაომდე გეტყვით.
ეს ყველაფერი 3 კომპიუტერიან ოფისსაც სჭირდება?
დიახ: რისკი იგივეა, მოწყობა კი უფრო მარტივი და სწრაფია.
Private IT Specialist

შევამოწმოთ თქვენი ოფისის IT?

კონსულტაცია და შეფასება — უფასოდ. ბათუმში მოვალ, სხვა ქალაქებში — დისტანციურად. ☎ +995 574 225 747