სტატიები · კრუინგისთვის · ბათუმი
ადგილი ონლაინ ტესტებისა და მეზღვაურების ვიდეოგასაუბრებისთვის
ტესტი შუქის გამორთვის გამო შეწყდა, გემთმფლობელს კანდიდატი არ ესმის, ბრაუზერმა უცებ განახლება დაიწყო — მეზღვაური შანსს კარგავს, ოფისი კი დროს. ერთი სწორად მომზადებული ადგილი თითქმის ყველა ასეთ პრობლემას წყვეტს.
კომპიუტერი
- ცალკე კომპიუტერი მხოლოდ ტესტებისა და გასაუბრებებისთვის — ზედმეტი პროგრამების და ამომხტარი ფანჯრების გარეშე.
- განახლებული Windows, განახლებები — წინასწარ და არა ტესტის დროს. ბრაუზერი — ის, რომელსაც ტესტის პროვაიდერი გირჩევთ.
- ტესტის ტექნიკური მოთხოვნები (CES, Marlins და სხვ.) — პროვაიდერთან; თითოეულ ადგილს მათ მიხედვით ვამოწმებ.
- საცდელი გაშვება პირველ ტესტამდე: კამერა, მიკროფონი, ტესტის საიტი.
კამერა, ხმა და სინათლე
- ვებკამერა თვალის დონეზე და ყურსასმენი მიკროფონით — ლეპტოპის მიკროფონი ოფისის ხმაურს იჭერს.
- სინათლე წინიდან და არა ზურგს უკან ფანჯრიდან.
- მშვიდი კუთხე ან ოთახი.
ინტერნეტი და ელექტროენერგია
- ტესტის კომპიუტერი — კაბელით და არა Wi-Fi-ით.
- სარეზერვო ინტერნეტი: მობილური როუტერი ან მეორე პროვაიდერი.
- UPS კომპიუტერსა და როუტერზე — ბათუმში შუქი ზოგჯერ ითიშება.
- ცალკე სტუმრის Wi-Fi მეზღვაურებისთვის — სამუშაო ქსელი დახურულია.
რას ვაკეთებ მე
ვამზადებ ადგილებს ტესტებისა და გასაუბრებებისთვის სრულად: კომპიუტერი, პარამეტრები, კამერა და ყურსასმენი, კაბელი, სარეზერვო ინტერნეტი, UPS, საცდელი გაშვება. განათლებით მეზღვაური ვარ — მესმის, რას ნიშნავს ეს ტესტი კანდიდატისთვის.
FAQ
კითხვები და პასუხები
რა ღირს ადგილის მომზადება?
მორგება — 50 ₾-დან კომპიუტერზე; აღჭურვილობა (კამერა, ყურსასმენი, UPS) — ჩეკით, ფასნამატის გარეშე.
ჩვეულებრივი ლეპტოპი გამოდგება?
დიახ, თუ პროგრამებით არ არის გადატვირთული და კაბელით სტაბილურ ინტერნეტზეა მიერთებული.
კიდევ კრუინგისთვის
IT საკრუინგო კომპანიებისთვისკრუინგის წერილები სპამში: SPF, DKIM და DMARC მარტივადთაღლითები კრუინგის სახელით: როგორ დავიცვათ კომპანიის სახელიმეზღვაურების დოკუმენტების ელექტრონული არქივიმეზღვაურების მონაცემები: ოფისის 10 უსაფრთხოების წესისაკრუინგო ოფისის IT ჩეკლისტი: 20 პუნქტი 10 წუთშივაკანსიები მეზღვაურებისთვის: საიტი, Telegram და Facebook წუთშიყველა სტატია