Windows 11 და 10 — დაყენება 50 ₾-დან · ფაილების ასლი · მხოლოდ ოფიციალური Windowsდაწვრილებით →
სტატიები · მეზღვაურებს · ბათუმი

ონლაინ გასაუბრება და ტესტი: რომ ტექნიკამ არ გიმტყუნოთ

გემთმფლობელებთან გასაუბრება სულ უფრო ხშირად ვიდეოზარით ტარდება, ტესტები კი კომპიუტერზე. სამწუხაროა, როცა გამოცდილ მეზღვაურს არ იღებენ, რადგან არ ისმოდა ან კავშირი წყდებოდა.

წინა დღეს

  • შეამოწმეთ პროგრამა, რომელიც კრუინგმა გამოგიგზავნათ: დაყენებულია, შესვლა მუშაობს, ხმა და კამერა ირთვება.
  • ყურსასმენი მიკროფონით — ხმა უფრო სუფთად ისმის.
  • ლეპტოპი დამტენზე, Windows-ის განახლებები წინასწარ დაყენებული.
  • სატესტო ზარი მეგობართან.

ადგილი

  • მშვიდი ოთახი; გააფრთხილეთ ოჯახი.
  • სინათლე წინიდან, არა ზურგიდან.
  • კამერა თვალის დონეზე, ნეიტრალური ფონი.
  • ინტერნეტი: როუტერთან ახლოს ან კაბელით; სარეზერვო — ტელეფონიდან.

კომპიუტერული ტესტი

ინგლისურისა და პროფესიული ცოდნის ტესტები ხშირად კრუინგის ოფისში ან ონლაინ, მეთვალყურეობით ტარდება. თუ ონლაინ — საჭიროა სტაბილური ინტერნეტი, კამერა და მშვიდი ადგილი. მოთხოვნები წინასწარ გაიგეთ.

როგორ დაგეხმარებით

მოვამზადებ ლეპტოპს და პროგრამებს, ჩავატარებ სატესტო ზარს და პასუხების მომზადებას ინგლისურად.

FAQ

კითხვები და პასუხები

შეიძლება ტელეფონით?
შეიძლება, მაგრამ ლეპტოპი უფრო საიმედოა.
თუ კავშირი გაწყდა?
მაშინვე ხელახლა შედით და მისწერეთ კრუინგის მენეჯერს.
ინგლისურში მეხმარებით?
დიახ, გასაუბრების ტიპურ კითხვებზე ვამზადებ.
Private IT Specialist

რეისისთვის ემზადებით?

ლეპტოპი, ტელეფონი, დოკუმენტები, CV და ინგლისური — ერთ შეხვედრაში ბათუმში. ☎ +995 574 225 747