Windows 11 და 10 — დაყენება 50 ₾-დან · ფაილების ასლი · მხოლოდ ოფიციალური Windowsდაწვრილებით →
სტატიები · მეზღვაურებს · ბათუმი

ლეპტოპი რეისისთვის: ჩეკლისტი კონტრაქტამდე

რეისში ლეპტოპი არის კინო, სწავლა, სახლთან კავშირი და დოკუმენტები. თუ გაფუჭდა, ხელოსანი თვეობით არ იქნება. ამიტომ ყველაფერი ნაპირზე შეამოწმეთ.

წასვლამდე

  • Windows-ისა და პროგრამების ყველა განახლება — სახლში.
  • მნიშვნელოვანი ფაილების ასლი ფლეშკაზე ან გარე დისკზე და ღრუბელში.
  • დოკუმენტების სკანები ცალკე საქაღალდეში — ოფლაინ.
  • ოფლაინ ფილმები, წიგნები, ლექსიკონები, ინგლისურის კურსები.
  • ანტივირუსი განახლებულია; ფლეშკების ავტოგაშვება გამორთულია.
  • Windows-ის პაროლი და დისკის დაშიფვრა, თუ პირადი დოკუმენტები გაქვთ.

აპარატურა

  • შეამოწმეთ ბატარეა: საათზე ნაკლებს თუ ძლებს — შეცვალეთ რეისამდე.
  • გაწმინდეთ მტვრისგან: კაიუტაში ცხელა, გადახურება ლეპტოპის სიცოცხლეს ამცირებს.
  • ძველი მყარი დისკი? შეცვალეთ SSD-ით: მას ვიბრაციის და ქანაობის არ ეშინია.
  • ქსელის ფილტრი და ადაპტერი; სათადარიგო დამტენი არ აწყენს.

რეისში

ნუ დადებთ ლეპტოპს საწოლზე და საბანზე — გადახურდება. კოლეგების ფლეშკები ანტივირუსით შეამოწმეთ. თვეში ერთხელ ფოტოები და ფაილები გარე დისკზე დააკოპირეთ.

როგორ დაგეხმარებით

„ლეპტოპს რეისისთვის“ ერთ შეხვედრაში მოვამზადებ: განახლებები, ასლი, ოფლაინ კონტენტი, დაცვა, წმენდა, საჭიროების შემთხვევაში — SSD. გამოძახება ბათუმში.

FAQ

კითხვები და პასუხები

რამდენ ხანს გრძელდება?
ჩვეულებრივ ერთი შეხვედრა რამდენიმე საათით.
ანტივირუსი საჭიროა?
Windows-ის ჩაშენებული დაცვა საკმარისია, თუ ჩართული და განახლებულია.
ლეპტოპი თუ პლანშეტი?
სწავლისთვის, დოკუმენტებისთვის და ტესტებისთვის — ლეპტოპი; კინოსთვის პლანშეტიც კმარა.
Private IT Specialist

რეისისთვის ემზადებით?

ლეპტოპი, ტელეფონი, დოკუმენტები, CV და ინგლისური — ერთ შეხვედრაში ბათუმში. ☎ +995 574 225 747