გარეგნული დათვალიერება
- კორპუსი: ბზარები, გახსნის კვალი, დაზიანებული ხრახნები, დასხმული კლავიატურა.
- ეკრანის ანჯამები: სახურავი არ თამაშობს.
- ეკრანი: ერთფეროვანი თეთრი, შავი, წითელი ფონი — ვეძებთ დამწვარ პიქსელებსა და ზოლებს.
- დამტენი: ორიგინალი და ლეპტოპი იტენება.
დისკი და მეხსიერება
- დისკის მდგომარეობა: პროგრამა CrystalDiskInfo — სტატუსი „Good“.
- დისკის ტიპი: SSD თუ HDD. HDD-ით ლეპტოპი ნელი იქნება — გაითვალისწინეთ SSD-ზე შეცვლა.
- ოპერატიული მეხსიერება: Windows 11-ისთვის კომფორტულია 8 GB-დან, უმჯობესია 16 GB.
ბატარეა
Windows-ში გახსენით ტერმინალი და გაუშვით ბრძანება powercfg /batteryreport — ანგარიში აჩვენებს ქარხნულ და მიმდინარე ტევადობას. თუ 60–70%-ზე ნაკლებია დარჩენილი, ბატარეის შეცვლა მალე მოგიწევთ.
კლავიატურა, პორტები, ხმა, ქსელი
- ყველა კლავიში და თაჩპადი.
- USB, HDMI, ყურსასმენის ბუდე.
- Wi-Fi, Bluetooth, ვებკამერა, მიკროფონი, დინამიკები.
- გაცხელება და ხმაური: 10 წუთი ვიდეო ან დატვირთვა.
ლიცენზია და ბლოკირებები
- Windows აქტივირებულია: Settings → System → Activation.
- BIOS-ზე არ არის პაროლი, რომელიც გამყიდველს „არ ახსოვს“.
- MacBook-ისთვის — Apple ID-დან გამოსვლა და „Find My Mac“-ის გამორთვა.
- სერიული ნომერი ეტიკეტზე ემთხვევა სისტემაში არსებულს.
FAQ
კითხვები და პასუხები
შეგიძლიათ ჩემთან ერთად წამოხვიდეთ და შეამოწმოთ?
დიახ: ვამოწმებ ლეპტოპს ან კომპიუტერს ადგილზე და გეუბნებით, ღირს თუ არა ყიდვა და რა ფასად. ღირებულება — 50 ₾, როგორც ჩვეულებრივი გამოძახება დიაგნოსტიკით.
რა სჯობს: მეორადი თუ ახალი?
ბიუჯეტსა და ამოცანებზეა დამოკიდებული. ხშირად მომგებიანია მეორადი ბიზნეს-ლეპტოპი და მაშინვე SSD. ერთად დავითვლით.
კიდევ Windows-ზე
ყველაფერი Windows-ზეWindows-ის ისტორია 95-დან 11-მდე — ოსტატის თვალითWindows 11 Home თუ Pro: რა განსხვავებაა და რა ავირჩიოთMicrosoft-ის ანგარიში თუ ლოკალური: რა ავირჩიოთ Windows 11-შისარეზერვო ასლი Windows 11-ში: ერთხელ მოარგეთ და დაივიწყეთWindows 11-ის კლავიშები: 20 კომბინაცია ყოველდღიურადყველა სტატია