ყველაზე ხშირი მიზეზები
- ახალი კომპიუტერი სისტემის გარეშე — Windows ჯერ არ არის. დაწვრილებით — სტატია.
- დისკი არ ჩანს — არ არის მიერთებული ან გაუმართავია.
- პარამეტრები შეიცვალა — BIOS-ის განახლების ან ბატარეის დაჯდომის შემდეგ.
- შენახვის რეჟიმი — ზოგ Intel-ის დაფაზე ჩართულია VMD/RAID.
რა ვნახოთ BIOS-ში
- Boot განყოფილება: არის თუ არა Windows Boot Manager პირველ ადგილზე.
- Storage / NVMe: ჩანს თუ არა დისკი.
- UEFI ჩართულია, CSM/Legacy — გამორთული.
- თუ დარწმუნებული არ ხართ — შემთხვევით არაფერი შეცვალოთ.
როგორ შემიძლია დაგეხმაროთ
ადგილზე გავარკვევ: თუ სისტემა არ არის — ჩავაყენებ ოფიციალურ Windows 11-ს; თუ Windows არის, მაგრამ არ იტვირთება — აღვადგენ ფაილების დაკარგვის გარეშე. გამოძახება — 50 ₾-დან, Windows-ის ჩაყენება — 50 ₾-დან.
FAQ
კითხვები და პასუხები
კომპიუტერი გაფუჭდა?
ხშირად არა: თუ BIOS მუშაობს, დაფა, პროცესორი და მეხსიერება ცოცხალია. პრობლემა დისკსა ან სისტემაშია.