16.10.2026 · პრაქტიკიდან

კედლის სანათი, რომელიც არ ანათებდა: ცოკოლი ვაზნაში დარჩა

ამ კვირის შემთხვევა. გამოძახება: კედლის სანათში ნათურა დაიწვა, მისი ამოხრახნისას მინა ხელში შერჩათ, ლითონის ცოკოლი კი ვაზნაში დარჩა. ახალი ნათურის ჩახრახნა შეუძლებელი იყო.

ასეთ დროს მთავარია, ჯერ დენი გამორთოთ და მხოლოდ ამის შემდეგ რამე გააკეთოთ. ცოკოლი ფრთხილად ამოვიღე, შევამოწმე ვაზნა და კონტაქტები, ახალი ნათურა ჩავდე — სანათი ისევ მუშაობს.

მხოლოდ ასეთ მცირე საოჯახო ელექტრობას ვაკეთებ: სანათები, როზეტები, ჩამრთველები. ფარებსა და გაყვანილობას არ ვაკეთებ — ამისთვის ელექტრიკოსია საჭირო.

როგორ იყო ნაბიჯ-ნაბიჯ — სტატიაში.

დაწვრილებით →

კიდევ ბლოგში